ღარიბაშვილის ჩინური მისწრაფებები და ლტოლვა ავტორიტარული მმართველობისკენ - რას მიანიშნებს პრემიერის ინტერვიუ

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის ჩინური მისწრაფებები და ლტოლვა ავტორიტარული მმართველობისკენ - ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიისთვის მიცემული 27-წუთიანი ინტერვიუ პრემიერის ზრახვებს ფარდას ხდის.

ირკვევა, რომ ღარიბაშვილის შთაგონების წყარო სი ძინპინია - ავტორიტარი მმართველი, რომელიც დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებში კრემლის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევა. მეტიც, პრემიერი არ მალავს, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ნაშრომებს ხშირად ეცნობა და სი ძინპინის მმართველობის გამოცდილების დანერგვას საქართველოშიც აპირებს. ამ განცხადებებს ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ აკეთებს, როცა ქვეყანა ევროპული საბჭოს პასუხის მოლოდინშია. მაშინ როცა, ევროკავშირის არცერთ ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები არ აქვს, "ოცნების" ხელისუფლება ქართულ-ჩინური პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელს დემონსტრაციულად აწერს.

კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ჩვენი ქვეყნისთვის, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს დოკუმენტი, რომელსაც პრემიერმა ხელი ორი კვირის წინ მოაწერა და ის საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს. პრემიერმინისტრმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ავტორიტარული ჩინეთის მთავრობისგან "გამოცდილების გაზიარებას" აპირებს და ეს საქართველოს დაეხმარება. თუმცა, გაუგებარია როგორ?! როდესაც საქართველო ჯერ კიდევ დემოკრატიაა, ჩინეთში კი ოფიციალურად ერთპარტიული მმართველობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი