პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა

გამოქვეყნდა:

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან ახალი სამხედრო დაჯგუფება განათავსა.  ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

"მე გადავწყვიტე შემექმნა სამხედრო ოპერატიული დაჯგუფება ოპერაციაში კოდური სახელწოდებით RENGAW. ჯარისკაცების ამოცანა იქნება პოლონეთის არმიის წვრთნა აქ, საველე პირობებში, პოდლასკის სავოევოდოში, ასევე მხარდაჭერა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში", - განაცხადა მინისტრმა.

12 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი იმყოფებოდა აღმოსავლეთ პოლონეთში, სადაც მსახურობენ პოლონეთის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც მხარს უჭერენ სასაზღვრო დაცვას ოპერაციებში.

მისი განცხადებით, ოპერაცია GRYF-ში, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვა და გამაგრებაა პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. 

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის არმიის მიერ პოლონეთის საზღვრის გაძლიერებას კრემლის პროპაგანდისტული აპარატი გამოიყენებს.

"ამ სამხედრო ჯგუფის ბუნება არის მომზადება და თავდაცვა. გაითვალისწინეთ ეს, როდესაც გესმით კრემლის პროპაგანდა, რომელიც ამბობს, რომ პოლონეთის არმია იკრიბება საზღვარზე. ეს მართალია, მაგრამ მაგრამ პოლონეთის არმია იკრიბება აგრესორის შესაკავებლად. ასეა და ასე იქნება, მიუხედავად ამ სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიისა", - თქვა მინისტრმა.

საერთო ჯამში, დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი