
უკრაინელმა მესაზღვრეებმა შავ ზღვაში, ზმეინის კუნძულზე ახალი სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟეს, რომელმაც შეცვალა ოკუპაციის დროს რუსული ჯარების მიერ განადგურებული ნიშანი.
ვიდეომესიჯი, რომელიც ახალ აბრასთან არის ჩაწერილი, Facebook-ზე უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსმა გამოაქვეყნა.
რუსმა სამხედროებმა ზმეინი ივნისში დატოვეს, ისინი კუნძულს ომის დაწყებიდან აკონტროლებდნენ.
"დღეს, 2023 წლის 12 აგვისტოს, იზმაილის სასაზღვრო რაზმის სამხედრო მოსამსახურეებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეების სრული მხარდაჭერით, აღადგინეს ისტორიული სამართლიანობა - ზმეინის კუნძულზე სასაზღვრო ნიშანი დამონტაჟდა.
წინა, რომელიც აქ იდგა სრულმასშტაბიანი შემოსევამდე, თავხედურად გაანადგურეს რუსმა დამპყრობლებმა", - თქვა მან.
მისივე განცხადებით, შემდეგი სასაზღვრო ნიშანი დამონტაჟდება ყირიმში, ნახევარკუნძულის გათავისუფლების შემდეგ.