13 აგვისტოს მონაცემებით, რუსულ აგრესიას უკრაინაში 500 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემების მიხედვით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 500 ბავშვი დაიღუპა. 1 097-ზე მეტი არასრულწლოვანი კი დაშავდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა:

  • დონეცკის რეგიონში - 485
  • ხარკოვის ოლქში - 298
  • კიევის ოლქში - 129
  • ჩერნიგოვის ოლქში - 71
  • ლუგანსკის ოლქში - 67
  • ნიკოლაევის ოლქში - 97
  • ხერსონის ოლქში - 118
  • ზაპოროჟიეს ოლქში - 97
  • დნეპროპეტროვსკის ოლქი - 97.

აღნიშნული სტასტისტიკა 13 აგვისტომდე არსებულ მონაცემებს მოიცავს, თუმცა საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი