ავსტრიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, დაიღუპა. მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონური სარეგისტრაციო ნომრებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები ვენაში გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობანის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც მძღოლი ამბობს, მას საჭესთან ჩაეძინა.
უკრაინული გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ შემთხვევა 12 აგვისტოს, დილის 7 საათზე მოხდა და დაღუპულები უკრაინელები იყვნენ.