
ზაპოროჟიეს სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 114-ჯერ გახსნეს ცეცხლი 19 სხვადასხვა დასახლების მიმართულებით.
ქალაქ ორეხოვზე დარტყმის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 3 სამართალდამცველი.
დაიღუპა 31 წლის პოლიციელი.
ამას გარდა, დანგრეულია 13 სახლი და სამეურნეო შენობა.