შს მინისტრის განცხადებით, ქვეყანას უკვე ნაყიდი აქვს სამი ვერტმფრენი, თუმცა წელს მათი ჩამოსვლა ვერ მოესწრება. გომელაურის თქმით, ვერტმფრენები საფრანგეთიდან ჩამოვა. სავარაუდო თარიღად გომელაური მარტის თვეს ასახელებს:
"ვერტმფრენები შეძენილია უკვე, სამი ახალი ვერტმფრენი , საფრანგეთში შევიძინეთ და წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი. წელს ვერ მოესწრება სავარაუდოდ....
ვერტმფრენი ის ხომ არაა მანქანა, გახვიდე ბაზრობაზე იყიდო და ველოსიპედი კიდე. რიგებია და ამაზე 1 წელია ვმუშაობდით თითქმის, უკვე ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები და სწავლება უნდა პილოტებს, რომ გადაამზადონ" განაცხადა გომელაურმა.
შს მინისტრი შოვში სტიქიის ზონაში დღეს, სამძებრო სამუშაოების მე-11 დღეს ჩავიდა.
გომელაურის თქმით, აქამდე რაჭაში ჩასვლა მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლო და მისი თქმით, მთელი ამ დროისა განმავლობაში თურქეთში, საავადმყოფოში იმყოფებოდა.
"გუშინ ჩამოვფრინდი. მგონი, ყველამ კარგად იცის, სად ვიყავი. სამწუხაროდ, თითოეული ნაბიჯი, სადმე რომ მივდივარ ყველა იცის და ეს რატომღაც ვერ გაიგეს. თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა. მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედ არის. სამწუხაროდ, ყველამ ყველაფერი იცოდა და ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. მგონი, ეს ძალიან მძიმეა და ცუდი. არ შეიძლება ასეთი რაღაც. იგივე კახა კალაძეზე გააკეთეს, ოჯახზე, ეს არის სიბინძურე, ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე, როგორც ჩემზე ვითომ ვისვენებ და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა" თქვა გომელაურმა.
იხილეთ ასევე: