ფინეთისა და ნორვეგიის მარეგულირებელმა კომისიებმა Yandex-ს და ნიდერლანდებში მის დამფუძნებელ პარტნიორს Ridetech international-ს, რუსეთში მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის გადაგზავნა აუკრძალა.
''არსებობს კონფიდენციალობის მწვავე რისკი, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია პოტენციურად გააკონტროლოს ნორვეგიის მოქალაქეების გადაადგილება იანდექსის გამოყენებით''. - განმარტავენ ნორვეგიაში
როგორც რუსულმა კომპანიამ განაცხადა, შეისწავლიან ნორვეგიული და ფინური მარეგულირებლების მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, 1-ელი სექტემბრიდან Yandex-ის მომხმარებლების მონაცემები FSB-ს ხელში აღმოჩნდება. კანონი ეხება ყველა იმ ქვეყანას, სადაც იანდექსი ტაქსი ოპერირებს, მათ შორის საქართველოსაც.
ოკუპანტი ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი სამსახური ტაქსის კომპანიებს ავალდებულებს, პირადი შინაარსის ინფორმაცია სრულად დასამუშავებლად ეფ-ეს-ბეს გადასცეს.