ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მაცხოვრებელი ერი, წამების თემაა რა მოწყობილობებიც არ უნდა დავაყენოთ - გომელაური

გამოქვეყნდა:

შს მინისტრის განცხადებით, ბუნებრივ შემთხვევებს ვერაფერი შეაჩერებს და ყველგან შეიძლება მოხდეს. გომელაურმა ასე უპასუხა წინასწარი შეტყობინების სისტემების არარსებობის შესახებ, საზოგადოებაში დაგროვილ შეკითხვებს:

"ეს არის ბუნებრივი შემთხვევა და ყველგან შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მაცხოვრებელი ერი და ქვეყანა. ესე რომ მივყვეთ, რატომ არ იყო დაყენებული  მოწყობილობები , ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, არის წამების თემა, რა მოწყობილობებიც არ უნდა დავაყენოთ, მუშაობენ ახლა. ათასობით ოჯახებია, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდე ყაზბეგამდე ჩასული. ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს. ვერ გავექცევით ამას. მსოფლიოშია მასე" განაცხადა გომელაურმა და მაგალითად ჰავაი მოიყვანა, სადაც ხანძარს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 

შს მინისტრი შოვში სტიქიის ზონაში დღეს პირველად, სამძებრო სამუშაოების მე-11 დღეს ჩავიდა.

გომელაურის თქმით, აქამდე რაჭაში ჩასვლა მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლო და მისი თქმით, მთელი ამ დროისა განმავლობაში თურქეთში, საავადმყოფოში იმყოფებოდა. 

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი