დისკრედიტაციული გვერდები Facebook-ზე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, Facebook-ზე "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სასარგებლოდ მასშტაბური კამპანია დაიწყო. სოციალური ქსელების მონიტორინგს "სამართლიანი არჩევნები" ახორციელებს. საგულისხმოა, რომ მოცემული ქსელი გამოავლინა "სასარგებლოდ პოზიტიურ" კამპანიასთან ერთად, მიმართულია მკვეთრად ნეგატიური, დისკრედიტაციული აქტივობისკენ, როგორც მმართველი პარტიის ისე, განსაკუთრებით, სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაც.
"სამართლიანმა არჩევნებმა" ის გვერდები გამოავლინა, რომელიც უშუალოდ კავშირშია "პატრიოტთა ალიანსთან". მათი ჩამონათვალი ასეთია"
ორგანიზაციის ინფორმაციით, Facebook-ზე ამ გვერდებს ბაკურ სვანიძე მართავს. კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ამ გვერდებზე პოსტები ზიარდება და ასეთი აქტივობები ამ გვერდების მიერ საკმაოდ მაღალია.
ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" ასევე შეისწალვა, რომ ამ ვიდეოებისა თუ პოსტებს შინაარსი დადებითაად არის განწეყობილი "პატრიოტთა ალიანსის" მიამართ და ინფორმაიცა მათ სასარგებლოდიდება. ამ გვერდებზე ასევე ზიარდება სხვა ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია. თუმცა
მმართველი გუნდისა და ლიდერების დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაციებიც იდება, მაგარმ უფრო მეტად სხვა ოპოზიციური ძალების მიმართ.
"მთავარი არხი" ბაკურ სვანიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. სამართლიან არჩევნებში ამბობენ, რომ სვანიძე არ მალავს, რომ ის ამ გვერდებს მართავს. მათივე ცნობით, აღნიშნული გვერდები იანვრის თვესი შეიქმნა და საკმაოდ აქტიურია ბოლო რამდენიმე თვის პერიოდში.