დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო - გიორგი ანწუხელიძე აგვისტოს ომის დროს რუსების ტყვეობაში არ გატყდა. დღეს, მისი წამებით მკვლელობიდან 15 წლისთავზე კი ხელისუფლება ეროვნული გმირის დანაბარების გაქრობას საზოგადოების მეხსიერებიდან ცდილობს.
არასოდეს დანებდე - ამ წარწერით ანწუხელიძის სტენსილი უშუალოდ პოლიციის ზედამხედველობით ქალაქის ქუჩებში რამდენჯერმე წაიშალა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებმა ნახატი ყოველ ჯერზე კვლავ წაშლილ ადგილზე დააბრუნეს.