იზმაილის პორტისკენ მიმავალ გემზე თავდასხმა მეკობრეობაა და მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

ეს პრეცედენტი მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას, ყველა პირის იდენტიფიცირებას  და დანაშაულის ფაქტის აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი შავ ზღვაში, იზმაილის პორტისკენ მიმავალ გემზე თავდასხმასთან დაკავშირებით. პოდოლიაკის თქმით, "უკრაინა გამოიტანს ყველა საჭირო დასკვნას და შეარჩევს საუკეთესო პასუხს."

"უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიმავალი საერთაშორისო სამოქალაქო სატვირთო გემის დღევანდელი მიზნობრივი დაბომბვა და იძულებითი შემოწმება რუსეთის მიერ, არის საერთაშორისო საზღვაო სამართლის უპირობო დარღვევა, მეკობრეობა და დანაშაული სამოქალაქო გემების წინააღმდეგ. მესამე ქვეყანა სხვა სახელმწიფოს წყლებში." წერს პოდოლიაკი. 

შეგახსენებთ, დღეს, 13 აგვისტოს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა იზმაილის პორტისკენ მიმავალ პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გემის კაპიტანი არ დაემორჩილა მოთხოვნას შეჩერებულიყო "აკრძალული ტვირთის გადაზიდვის შესამოწმებლად", რის გამოც, მისი მისამართით" რუსული საპატრულო გემ "ვასილი ბიკოვიდან"  "გამაფრთხილებელი ცეცხლი" გახსნეს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი