გასულ ღამეს რუსეთმა ოდესას 3-ჯერ შეუტია - უკრაინული მხარის ცნობით, ყველა თავდასხმა მოიგერიეს

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესას 3-ჯერ შეუტიეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ყველა შეტევა მოიგერიეს - ჩამოაგდეს 15 დრონი და 
8 "კალიბრის" ტიპის რაკეტა.

ჩამოგდებული ნამსხვრევებით დაზიანდა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელი და სუპერმარკეტი. ამას გარდა, აფეთქებების ტალღამ დააზიანა რამდენიმე კორპუსის მინები, აივნები და ავტომობილები. 

ხანძარი გაჩნდა ორ ობიექტზეც, რომლის ლიკვიდაციაზეც მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი