
გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი დღეს დილით კიევში ჩავიდა.
"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, ლინდნერი პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამართავს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.