რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს - დაღუპა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

​გასულ ღამეს რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა - 77 წლის კაცი და 70 წლის ქალი. დარტყმის ადგილებზე სამაშველო სამუშაოების შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი, 64 წლის ქალი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოკუპანტებმა იერიში ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა ორი საცხოვრებელი კორპუსი, ორზე მეტი სახლი კი დაზიანდა.

როგორც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ განაცხადა, 
დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 24 დასახლებას 99-ჯერ დაარტყეს, ისინი იყენებდნენ დრონებსა და რაკეტებს, ასევე მრავალჯერად სარაკეტო სისტემებსა და არტილერიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი