"ოცნება" ან კოლექტიური ფსიქოზის ფაზაში შევიდა, ან ვადამდელ არჩევნებს ჩალიჩობს, ან გუნდში "განხეთქილების" მიზეზს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასა და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება:

ქართული ოცნება ან კოლექტიური ფსიქოზის ფაზაში შევიდა, ან ვადამდელ არჩევნებს ჩალიჩობს, ან გუნდში "განხეთქილების" მიზეზს, რაც ახალი ქოცური პოლიტიკური ძალის გაჩენის "ლეგიტიმური" წინაპირობა გახდება.

სხვაგვარი, მეტნაკლებად რაციონალური ახსნა გუშინდელ გომელაურს და დღევანდელ კობახიძეს მე ვერ ვუპოვე.

 მმართველი გუნდის ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე სპეკულაცია და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა. 

სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზე, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამოწმებელია ეს ყველაფერი". მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მისი გუშინდელი განცხადება დღეს მედიასთან განმარტა: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი