
14 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტები დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.
"სოფელ კაზაჩია ლოპანში მტრის დაბომბვის შედეგად 50 წლის კაცი დაიღუპა. ექიმების ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს", - თქვა ხარკოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ამას გარდა, რუსეთმა დაბობმა კუპიანსკის რაიონის სოფელი პოდოლიც, სადაც 2 ადამიანი დაშავდა.