თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, აი ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი უბრალოდ, შეიძლება რამე კონკრეტული მიზეზი კიდევაც არსებობს - თავმჯდომარე კობახიძის ნათქვამს ამჯერად "ოცნების" სხვა დეპუტატები იმეორებენ და სტიქიის ზონაში მოყოლილი და გადარჩენილი ადამიანების სიმართლეში ეჭვი შეაქვთ.

განცხადება ამჯერად ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა და თქვა, რომ ის, რაც კობახიძემ თქვა, "აბსოლუტურად მართებულია"  და ჟურნალისტები დაადანაშაულა ინტერპრეტაციებში - "არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ისეთი ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, როგორც ახლა ცდილობთ" - მიმართა მედიას მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ  დღევანდელ ბრიფინგზე სპეკულაცია და  "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ, შეუძლებელია ასე განვითარებულიყო მოვლენები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ებრძოლა სტიქიას 3 საათის განმავლობაში, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი" - ამბობს კობახიძე.

სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზე, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამოწმებელია ეს ყველაფერი". მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა. 

"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე. ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი. რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. ბევრი ადამიანი დარჩა...თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი" - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი