ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა და სამხედრო პოზიციები მოინახულა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში ჩავიდა.  ზელენსკიმ სამხედროების სამეთაურო პუნქტები მოინახულა, რომლებიც ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში შეტევას აწარმოებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯარისკაცებს შეხვდა და ბრიგადის მეთაურებთან განიხილა ფრონტზე არსებული სიტუაცია, არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ზელენსკიმ უკრაინის დამცველებს მამაცობისა და სამშობლოს დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და ჯილდოები გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი