გამაოგნებელი განცხადებების კასკადი შინაგან საქმეთა მინისტრის პირდაპირი ეთერით დაიწყო, რა დროსაც გომელაურმა მისივე გუშინდელი გაუგებრობის განმარტება სცადა, მაგრამ მინისტრს განმარტებებს მთელი ხელისუფლების დამატებითი განმარტებები დასჭირდა და ქართული ოცნება მთელი დღეა იძახის რომ: ტრაგედიის ღამეს შოვში გადასარჩენი არავინ იყო, რომ სამაშველო ოპერაციის შეჩერება სწორი იყო, რომ დავით ჯელაძე, რომელმაც ღვარცოფი გადააკვეთა და პატარა მაშო გადაარჩინა შესაძლოა ტყუოდეს, და რომ 13 წლის ტასოს ისტორია, რომელიც 3 საათი ტალახიდან ამოსვლას ცდილობდა - სპეკულაციაა.