შოვის ტრაგედია შესაძლოა "ქართული ოცნების" ბიზნეს ინტერესებს უკავშირდებოდეს - კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა

გამოქვეყნდა:

შოვის ტრაგედია შესაძლოა "ქართული ოცნების" ბიზნეს ინტერესებს უკავშირდებოდეს. "მთავარმა არხმა" მოიპოვა კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ერთი წლის წინ არის მიღებული. დოკუმენტში არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი შესაძლო საფრთხეებზე და პირიქით - ფაქტობრივად ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შოვში, იქ სადაც სტიქიამ გაანადგურა შენობები და შეიწირა ადამიანები, გაცილებით მასშტაბური მშენებლობაც იგეგმებოდა. კურორტზე მმართველ პარტიასთან დაახლოებული ინვესტორები 50 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას გეგმავდნენ. თავად ხელისუფლებამ კი დოკუმენტის მომზადებაში, რომლის მიზანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაც არის - 500 ათასი ლარი დახარჯა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი