ერევანი-გიუმრის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
NEWS.am-ის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ლანჯიკთან, ღამით, დაახლოებით 00:27 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერევანი-გიუმრის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე ერთმანეთს "ფოლკსვაგენის" მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და ZIL-ის მარკის სატვირთო მანქანა შეეჯახა.