
ნორვეგია უკრაინას 71 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.
უკრაინის საერთაშორისო ფონდმა კონტრაქტი გააფორმა ნორვეგიულ კომპანია Kongsberg-თან, კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მიზნით, მტრის დრონებთან საბრძოლველად.
უკრაინას გადაეცემა CORTEX Typhon-ის რამდენიმე სისტემა. მწარმოებლის თქმით, კონტრაქტის ჯამური ღირებულება 56 მილიონი ფუნტია (დაახლოებით 71 მილიონი დოლარი).
”ეს კონტრაქტი უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების მნიშვნელოვან ზრდას და ხელს შეუწყობს მათ, დაიცვან თავიანთი ხალხი და ქვეყანა საჰაერო საფრთხისგან,” - თქვა Kongsberg Defense & Aerospace-ის პრეზიდენტმა ეირიკ ლიმ.
უკრაინის საერთაშორისო ფონდი (IFU) დიდი ბრიტანეთისა და მისი პარტნიორების მიერ, კრიტიკული აღჭურვილობის შესყიდვისა და უკრაინაში სწრაფად მიწოდების მიზნით შეიქმნა.