გაჭიანურებული რემონტი წინასაარჩევნოდ - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ისევ შემოღობეს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კიდევ ერთხელ შემოღებეს - ახალგაზრდები, რომლებიც თვეების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მოთხოვნით აქციებს მართავდნენ, ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მცდელობის მიუხედავად, ეს მათ პროტესტს ვერ შეაფერხებს.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საპროტესტო სივრცე რეაბილიტაციის მოტივით თბილისის მერიამ უკვე შემოღობა, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მთაწმინდის  გამგეობის მიერ გამოცხადებული შესყიდვით ვიგებთ, რომ კომპანია "გრინსერვისი" ოთხი სკვერის რეაბილიტაციისთვის ჯამში 1 368 719.55 ლარს მიიღებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს ამ სკვერების რეაბილიტაციის აუცილებლობა და ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - მოქალაქეებს პროტესტის დროს დაბრკოლება შეუქმნან.

"გრინსერვისმა," უკვე მერვე თვეა, ვერ დაასრულა რეაბილიტაცია პარლამენტის წინა ეზოში. კომპანიაში სამუშაოების დაგვიანებით შესრულებაზე პასუხისმგებლობას იხსნიან. რატომ აირჩიეს ყველა ჯერზე სწორედ მისი ორგანიზაცია, ლაშა ფურცხვანიძეს ტრადიციული პასუხი აქვს - ამტკიცებს, რომ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს კახა კალაძესთან და  სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში მხოლოდ იმიტომ იგებენ, რომ დაუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად, საქმის პროფესიონალები არიან.

თბილისელები დარწმუნებულები არიან, რომ როგორც პარლამენტის წინ, ასევე მის უკან დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ და მხოლოდ  ერთ მიზანს  ემსახურება - წინაასაარჩევნოდ ქვეყნის მთავარი საპროტესტო სივცრე გააქრონ.  

სავარაუდო კორუფციულ გეგმებზე საუბრობენ ექსპერტები. "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი ამბობს, რომ მთაწმინდის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიცირდა კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. "გრინსერვისთან" დაკავშირებით ენუქიძე განმარტავს, რომ ამ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები გაურკვეველი მიზეზეების გამო თბილისის მერიას მოსწონს, ხშირად კი შესყიდვაში ისეთ დეტალს წერს, რომელიც ეჭვს აჩენს, რომ შესყიდვა ერთ კომპანიაზეა მორგებული.

პარლამენტის უკან არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.  აქტივისტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მცდელობა, თვეების განმავლობაში ხელოვნურად გააქრონ მოქალაქეებისთვის საპროტესტო სივრცე, წარუმატებელია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი