რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკის ნავთობის საბადოზე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც უკვე ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა. სავარაუდოდ არიან დაკარგულებიც. აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.