მოლდოვიდან 22 რუსი დიპლომატი გააძევეს

გამოქვეყნდა:

ორშაბათს, 14 აგვისტოს მოლდოვა კიდევ 22-მა რუსმა დიპლომატმა დატოვა. შედეგად, კიშინიოვში რუსეთის საელჩოს პერსონალი 25 ადამიანამდე შემცირდა. 

რუსეთის საელჩოში 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა, ხოლო სამშაბათიდან, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში არაუმეტეს 10 რუსი დიპლომატისა და 15 დამხმარე პერსონალის დარჩენა შეიძლება. რუსი დიპლომატების გაძევება მოლდოვამ რუსეთის არამეგობრული ქმედებებით და რუსეთის მხრიდან, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის არაერთი მცდელობით ახსნა. 

ივლისის ბოლოს, გამოძიებით დამტკიცდა რომ რუსეთის ხელისუფლებას მოლდოველი პოლიტიკოსების თვალთვალი სატელიტური ანტენების გამოყენებით შეეძლო, რომლებიც კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სახურავზეა დამონტაჟებული. 

ამ საქმის გამო მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუსეთი ხელისუფლების გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის ამ ნაბიჯს, არამეგობრული უწოდა და განაცხადა, რომ თანამშრომლების შემცირებული შტატი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს საელჩოს მომსახურებებს. მათი თქმით, შეიზღუდება ვაჭრობის, მეცნიერებისა და კულტურის საქმიანობებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი