დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა, 27 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის სულ მცირე სამი ბავშვია.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება სავაჭრო ცენტრ „გლობუსთან“ მდებარე ავტომომსახურების შენობაში მოხდა. აფეთქების მიზეზი ზუსტდება. დაღესტნის კატასტროფების მედიცინის ცენტრის ბოლო მონაცემებით, 75 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები აფეთქების შედეგად დაზარალებულთა ძებნას აგრძელებენ. 15 აგვისტო გლოვის დღედ არის გამოცხადებული.