
რუსმა სამხედროებმა ლვოვს შეუტიეს. ქალაქის მერის ანდრეი სადოვის თქმით, სარაკეტო თავდსახმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, რაკეტების ნაწილი კი ჩამოაგდეს. მისივე ცნობით, კორპუსებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.
ლვოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მაკსიმ კოზიცკის თქმით, სარაკეტო ნამსხვრევები პატონასა და კახოვსკაიას ქუჩებზე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა, განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.
15 აგვისტოს ღამით, კასპიის ზღვის რეგიონიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვების გამო, თითქმის მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
უკრაინული მასმედიის ცნობით, აფეთქებების ხმები ლვოვის გარდა, ისმოდა დნიპროში, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკში.
გარდა ამისა, 15 აგვისტოს დილის მდგომარეობით, ლუცკში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ვოლინის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური პოგულიაკოს ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.