დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის სულ მცირე სამი ბავშვია.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე ავტომომსახურების შენობაში მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მიზეზი ამ დრომდე ზუსტდება.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
15 აგვისტო რესპუბლიკაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.