დამცავი ბადეები ვერ უძლებს, ახალი პროექტი განხორციელდება - კალაძის ცნობით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გუშინდელ ქვათაცვენას დღეს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი პროექტი განხორციელებული იყო, თუმცა არსებული დამცავი ბადეები ჩამოშლილ მასას ვერ აკავებს და ახალი პროექტი განხორციელდება.

თბილისის მერის თქმით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება - სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება.

"გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამის პროექტი განხორციელებული იყო დამცავი ბადეების სახით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებას საჭიროებს, რომ უფრო დაცულები ვიყოთ. პირველი, რაც გაკეთდა, ის საშიშროება მთლიანად მოხსნილია. დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა ისევ არ განმეორდეს. დამცავი ბადეები, რაც ამ კლდეებზე არის, ვერ უძლებს და ვერ აკავებს იმ ჩამოშლილ მასას, რაც, მაგალითად, გუშინ და იყო ასეთი ფაქტები, რაც დაფიქსირდა. შესაბამისად, ცოტა განსხვავებული პროექტი განხორციელდება. ჩვენ ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები...ბადეები მოიხსნება და ახალი თანამედროვე პროექტი განხორციელდება," - განაცხადა კალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი