დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა - ნანგრევების გაწმენდისას მაშველებმა კიდევ 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაშავდა დაახლოებით 105 ადამიანი.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე ავტომომსახურების შენობაში მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაიწვა 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. მომხდარზე უსაფრთხოების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობით მომსახურების გაწევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
15 აგვისტო რესპუბლიკაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.