ტროპიკული შტორმი "ლანი" იაპონიაში - უცხოური მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, 10 ათასობით პირი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
Reuters-ის ცნობით, კიოტოში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ზიანი მიადგა ასევე კანსაის, ჩუგოკუსა და შიკოკუს რეგიონებს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოსალოდნელი მეწყრისა და წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს. არაერთ დასახლებაში შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენებიც - შტორმის გამო 800-ზე მეტი შიდა ფრენა უკვე გაუქმდა.