ნიკა გვარამია "მთავარ აქცენტებში" შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებს გაასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

რა მიმართულებით მიდის გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება, რატომ დაუმძიმეს ბრალი ჩხუბის მონაწილეების მხოლოდ ნაწილს და ვის გადარჩენას ცდილობს "ოცნების" ხელისუფლება - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საქმის ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. 

ნიკა გვარამიას ცნობით, გადაცემის პირველი ნაწილი საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამასთან ინტერვიუს დაეთმობა. მეორე ბლოკში კი გადაცემის სტუმრები იქნებიან ყოფილი მთავარი პროკურორი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და "თავისუფალი დემოკრატების" წევრი სანდრო ბარამიძე, პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი და ადვოკატი ლევან სამუშია, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე და გამომძიებელი ჟურნალისტი ელისო კილაძე. 

ნიკა გვარამიას "მთავარი აქცენტები" "მთავარი არხის" ეთერში დღეს, 22:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი