საფრანგეთის სამხრეთით ტყის მასშტაბური ხანძარია | მიმდინარეობს ევაკუაცია

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის სამხრეთში ტყის მასშტაბური ხანძარია. უცხოური მედიის ცნობით, ცეცხლი აღმოსავლეთ პირინეის მხარეში 500 ჰექტარს მოედო. ადგილზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - ტერიტორიიდხან 2 000-ზე მეტი ადგილობრივი და ტურისტი უკვე გაიყვანეს. 

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელება ამ დროისთვის კონტროლის ქვეშაა, თუმცა სახიფათო მდგომარეობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. 

ცნობილია, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებისას 17 მეხანძრე-მაშველი მსუბუქად დაშავდა. 

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი საფრანგეთის სამხრეთით 14 აგვისტოს გაჩნდა და ასობით ჰექტარზე გავრცელდა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი