პოლიტიკური სპეკულაცია შოვის ტრაგედიის ირგვლივ ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირების მთავარ თემად რჩება. ირაკლი კობახიძის აგრესიული რიტორიკა და აუხსნელი თვდასხმები ღვარცოფში გადარჩენილებზე, იწვევს განცდას, რომ "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ცდილობს სამიზნის შეცვლას.
მმართველი პარტიის ამოცანა ახლა არის არაეფექტური სამაშველო ოპერაციიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა ხმაურიან, მაგრამ აბსურდულ თემებზე. ეს ოპოზიციის დასკვნაა, რომელზეც ხელისუფლების ოპონენტები დღეს მთელი დღეა საუბრობენ. თავად მმართველ პარტიაში კი ისევ თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვას აგრძელებენ და ოპონენტებს ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში ადანაშაულებენ.