ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებენ. მთავარი ოპოზიციური პარტიის დეპუტატები იყენებენ უფლებას და შინაგან საქმეთა მინისტრს სხდომათა დარბაზში კითხვებს დაუსვამენ. შინაგან საქმეთა მინისტრს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოუწევს ახსნა-განმარტებების გაკეთება კითხვებზე, რომლებიც ყველასთვის ცნობილია - რატომ ჩატარდა სამაშველო ოპერაცია არაეფექტურად, რატომ არ იყო ხელისუფლება მზად ასეთი ტიპის სტიქიური უბედურებისთვის - სად არის ვერტმფრენები და რატომ არ გვაქვს წინასწარი შეტყობინების სისტემა. სხდომა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" ვახტანგ გომელაურს იბარებს - სექტემბერში გაიმართება.