ჯორჯიის შტატის არჩევნებში ჩარევა და შედეგების შეცვლის მცდელობა | მორიგი ბრალდება დონალდ ტრამპს

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპს მორიგი ბრალდება წაუყენეს. ბრალად მას 2020 წელს ჯორჯიის შტატში მიმდინარე არჩევნებში ჩარევა და შედეგების შეცვლის მცდელობა ედება. BBC-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის გარდა ბრალდებულთა სიაში კიდევ რამდენიმე ადამიანია, მათ შორის ტრამპის ადვოკატი და ნიუ-იორკის ყოფილი მეტი რუდი ჯულიანი. სასამართლოს მასალების თანახმად, ტრამპს პოლიტიკური მოსყიდვა და სხვა მრავალი შეთქმულების მოწყობა ბრალდება. თავად ექსპრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი