აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმის განსახილველად ჯორჯიის შტატში ახალი მოსამართლე დაინიშნა - 2020 წლის არჩევნების გაყალბების მცდელობის საქმის განხილვა სკოტ მაკაფს მოუწევს.
მანამდე მაკაფი ფულტონის ოლქის პროკურორის, ფანი უილისის, კაბინეტში მუშაობდა. 2021 წლიდან ის ინსპექტორად მსახურობდა და აღმასრულებელი ორგანოების თაღლითობისა და თანხების გაფლანგვის საქმეებს იძიებდა. შემდეგ კი მოსამართლე გახდა.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, 2020 წელს ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეზე ბრალი გუშინ, 15 აგვისტოს, ოფიციალურად წაუყენეს. მის წინააღმდეგ ჯამში 4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.