ჰავაის ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 101-მდე გაიზარდა. შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი უკვე გამოკვლეულია.
ჯოშ გრინი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან, მისი თქმით, ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ზღვისპირა ქალაქი ლაჰაინა - დამწვარია 2 200 შენობა, საიდანაც უმეტესობა საცხოვრებელი სახლია.