ინდოეთში შტატ ჰიმაჩალ პრადეშში, მეწყრის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შესახებ Aljazeera ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულებიდან 11 ადამიანი ტაძრის ჩამონგრევას ემსხვერპლა. ინდოეთის პრემიერმინისტრის ინფორმაციით, უხვი ნალექის შემდეგ შტატში მდებარე კაშხალშის დონის აწევის გამო 800 ადამიანის ევაკუაციაც განხორციელდა. ძლიერმა წვიმამ ასევე გაანადგურა მანქანანები, დაანგრია შენობები და ხიდები. ასობით ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა - მათ არც ელექტროენერგია მიეწოდებათ. შტატში დაზიანდა სარკინიგზო ხაზებიც.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მაშველები ადამიანების სტიქიის ზონიდან ამოყვანას ცდილობენ.