თურქეთში რეკორდულ სიცხეს ებრძვიან, ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.
თურქეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ესქიშეჰირის პროვინციაში დაფიქსირდა. მედია წერს, რომ სიცხე მთელი ქვეყნის მასშტაბით იგრძნობა, თუმცა განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ანატოლიაში ფიქსირდება.
ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, რეკორდული ტემპერატურა ჩვეულზე 6-10 გრადუსით მაღალია.
ექსპერტების თქმით, თურქეთში მაღალი ტემპერტურა ჰაერის სითბურმა ტალღამ განაპირობა.