რა მოხდა შოვში | კობახიძის შეცვლილი რიტორიკა და ბოდიში დავით ჯელაძეს

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ბოდიში დღეს ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ. "ქართული ოცნების" ლიდერმა, რომელმაც გუშინ ფაქტობრივად მატყუარა უწოდა შოვის ტრაგედიისას გადარჩენილ დავით ჯელაძეს, აღიარა, რომ შეცდა. როგორც ირკვევა, კობახიძე, ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების და საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ პირადადაც შეხვდა ახალგაზრდას, რომელმაც ღვარცოფში საკუთრი დისშვილი გადაარჩინა და ამ შეხვედრის შემდეგ შეცვალა საკუთარი დამოკიდებულება.

ახლა ყველაზე საინტერესოა როგორი იქნება მმართველი პარტიის წევრების და მხარდამჭერების რეაქცია. კობახიძის გუშინდელი დამამცირებელი კომენტარის შემდეგ, საკუთარ ლიდერს დავით ჯელაძის ლანძღვაში "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები და პარტიული აქტივისტები აყვნენ. რას იტყვიან ისინი ხვალ?

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი