
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. ინფორმაციას მედია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საფუძვლიანი დიაგნოსტიკის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ამბობენ პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ე.წ. პრეზიდენტი რუსეთში მივლინებას გააგრძელებს.
10 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.