"თუ ვინმეს ამ პერიოდში რაიმე, გარკვეული, ასე ვთქვათ, წყენა, ან ასეთი სულიერი ტკივილი მიადგა, ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა, რომ ბოდიში, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამას აღიქვამს, როგორც თავისი ხალხის ტრაგედიას და არა სხვის ტრაგედიას, გამომდინარე აქედან, ირაკლი კობახიძის ნაბიჯიც, ეს იყო, პირველ რიგში, როგორც ერთი ადამიანის ღირსეული ნაბიჯი და როგორც პოლიტიკოსის, ნაბიჯი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი".
ამბობს "ქართული ოცების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც შოვში გადარჩენილ დავით ჯელაძესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება შეაფასა.