გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს აეროპორტში, რომელიც ქალაქ მაინის ფრანკფურტში მდებარეობს, ძლიერი წვიმის გამო ათობით ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა, რაც მგზავრებს დაშვების შემდეგ თვითმფრინავებიდან ჩამოსვლაში ხელს უშლიდა. უამინდობის შედეგად 70 რეისი გაუქმდა და 23 რეისი კი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.