"ოცნების" წევრები კობახიძის კვალდაკვალ | რისთვის უხდის ხელისუფლება ბოდიშს დავით ჯელაძეს

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" ისევ ბრბოს პრინციპით იმოქმედა - მმართველ პარტიაში ჯერ ლიდერის მსგავსად უკიდურესად გალანძღეს დავით ჯელაძე, დღეს კი იმავე ლიდერის კვალდაკვალ ბოდიშები უხადეს შოვში გადარჩენილ ახალგაზრდას.

საპარლამენტო უმრავლესობაში არც იმაზე უფიქრიათ როგორ გაემართლებინათ ეს საქციელი - ამ შემთხვევაშიც ტრადიციულად ყველაფერი მედიას დაბრალდა და დეპუტატებმა კიდევ ერთხელ უსაყვედურეს ჟურნალისტებს, რომ თითქოსდა ჩვენ არასწორად მივიტანეთ საზოგადოებამდე "ქართული ოცნების" წევრების აზრი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი