ქართული ავიაცია და მთლიანად ქვეყანა ახალი სანქციების საფრთხის წინაშე დგება. დასავლური სამყარო აგრესორი ქვეყნის ავიაკომპანიებს საერთაშორისო საინფორმაციო სისტემიდან გარიცხვას უანონსებს. ეს ნიშნავს, რომ რუსული ავიაკომპანიების მგზავრები ვერ შეიძენენ ბილეთებს საერთაშორისო რეისებზე, ვერ დარეგისტრირდებიან და ბარგსაც ვერ გაგზავნიან ვერსად.
დიდი ალბათობით, ამ სანქციების გავლენის ქვეშ მოექცევა ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთში დაფრინავს - და მათ შორის, ცხადია, არის "აირზენაც". დასავლური მედია წერს, რომ ახალი საავიაციო სანქციები სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდება.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე