3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე ტყის ხანძრის გამო

გამოქვეყნდა:

ესპანეთში, კანარის არქიპელაგის კუნძულ ტენერიფეზე გაჩენილი ხანძრის გამო 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, ფერნანდო კლავიომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ხანძარი იყო "უკონტროლო", ხუთშაბათს მან არ გამორიცხა, რომ მოხდეს კიდევ უფრო მეტი მოქალაქის ევაკუაცია. ხანძარმა გადაწვა დაახლოებით, 2 600 ჰექტარი ტერიტორია და ქალაქ სანტა კრუზს მიუახლოვდა. 

"ეს ალბათ ყველაზე რთული ხანძარია, რომელიც გვქონია კანარის კუნძულებზე ბოლო 40 წლის განმავლობაში", - განუცხადა კლავიომ ჟურნალისტებს.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ამ დროისთვის 370-ზე მეტი მეხანძრე და 17 სახანძრო თვითმფრინავია ჩართული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი