უნგრეთი კატარისგან გათხევადებულ ბუნებრივ აირს 2027 წლიდან მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ისაუბრა.
"მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც მოჰყვება მოლაპარაკება კატარულ და უნგრულ ენერგოკომპანიებს Qatargas-ს და MVM-ს შორის იმისთვის, რომ განისაზღვროს რაოდენობა და გადაზიდვის მარშრუტი", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ გათხევადებულ ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. კატარი კი გათხევადებული ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში.