რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. უცხოური მედიის ცნობით,
ვლადივოსტოკი - ფხენიანის ფრენებს ჩრდილოეთ კორეული კომპანია Air Koryo შეასრულებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე რუსეთის მიმართულებით ფრენები უკვე გამოქვეყნდა.
მედიის ინფორმაციით, ფხენიანიდან ვლადივოსტოკში მოხვედრა 230 დოლარი ეღირება.